logo
ENG



მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

12 აპრ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/12/dktesiacjl3y87f.jpg

იტალიის მთავრობამ მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობისთვის 5 მილიონი ევრო გამოიყოფა და 6 თვე გაგრძელდება.

"მოდით მკაფიოები ვიყოთ, ჩვენ არ ვაგვარებთ პრობლემას, გამოსავალი შეიძლება მხოლოდ ევროკავშირის პასუხისმგებლობიან ჩარევაზე იყოს დამოკიდებული", - თქვა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ნელო მუსუმეჩიმ

წყაროს ინფორმაციით, ეს ღონისძიება საშუალებას მისცემს ჯორჯია მელონის მემარჯვენე მთავრობას უფრო სწრაფად დააბრუნოს უკან ის მიგრანტები, რომლებსაც არ აქვთ უფლება დარჩეს იტალიაში, რაც გაზრდის იდენტიფიკაციისა და გაძევების ბრძანებებს.

იტალიის მთავრობამ, რომელიც ოქტომბრის შემდეგ არის ხელისუფლებაში, პირობა დადო, რომ მასობრივი მიგრაციის პრობლემას მოაგვარებდა. სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს იტალიაში 31 300 მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის ამავე პერიოდში კი - 7 900.

ორშაბათს სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი ნავის გადასარჩენად, სადაც 1200 ადამიანი იყო, სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. თებერვლის ბოლოს სამხრეთ იტალიის კალაბრიის რეგიონში გემის ჩაძირვის შემდეგ, მელონიმ მოუწოდა ევროკავშირს, მეტი გააკეთონ არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად.


close დახურვა