logo
ENG



მივიღე გადაწყვეტილება წავიდე პოლიტიკიდან - ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

08 აპრ 202013:06
3 წუთის საკითხავი
clock 420
whuew2gn73cgnnl.jpg

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსლეში გაავრცელა. როგორც თავად ჭიღვარია განმარტავს, მერობის პერიოდში, ანუ 2017 წლიდან დღემდე, მან  არაერთი პროექტი განახორციელა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!"- წერია გიორგი ჭიღვარია.


close დახურვა