logo
ENG



მიზანია პრეკრიტიკულიდან არ გადავიდეთ კრიტიკულ ფაზაში - გამყრელიზე საგანგებო მდგომარეობაზე

21 მარ 202022:23
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელე ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მიესალმება. 

ამირან გამყრელიძემ ამ გადაწყვეტილებას დროული და სწორი უწოდა. როგორც მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს. 

"სახელმწიფომ აწონ-დაწონა მრავალი ფაქტი და სხვა ქვეყნების გამოცდილება გაითვალისწინა. ვფიქრობ ძალიან დროულად და სწორედ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. პრინციპში საგანგებო რეჟიმში ჩვენ ბოლო 3 კვირაა ვმუშაობთ, უბრალოდ დღეს ეს ლეგალურად გაფორმდა.

კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დარღვევები ხშირად ფიქსირდებოდა, მოსახლეობის მიმართ გაჟღერებული მოწოდებები, ასევე არ სრულდებოდა. ვგულისხმობ დიდ ქორწილებს, შეკრებებს და ასე შემდეგ.

ამ დროს ქვეყანაში უფრო მკაცრი მეთოდები უნდა გატარდეს. ვფიქრობთ, რომ საგანაგებო მდგომარეობა 1 თვის განმავლობაში მოგვცემს მეტ საშუალებას, რომ მაქსიმალურად მინიმიზაცია გავაკეთოთ ახალი შემთხვევების გავრცელებისა. ამ 49 შემთხვევაში არ გვაქვს მეოთხეული და მეხუთეული გადაცემა არ ფიქსირდება. ეს არ არისი დიდი გავრცელება. ჩვენ პრეკრიტიკულ ფაზაში ვართ.

ჩვენი მთავარი მიზანია პრეკრიტიკულიდან არ გადავიდეთ კრიტიკულ ფაზაში ან გადავწიოთ ეს პერიოდი, რათა ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს მზად. თუ გვექნება შიდა გავრცელება, და ალბათ გვექნება, ამის შემდეგ დიდი დარტყმა მოდის ჯანდაცვის სექტორზე. ჯანდაცვის სექტორი ამ დარტყმისთვის მზად არის. უკვე მომზადებულია ადამიანური რესურსი, ასევე დამატებითი საწოლები, მაგრამ როდესაც გყავს 200,300,400  მოქალაქე, ადამიანების მოვლა უფრო რთულია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 


close დახურვა