logo
ENG



მითი, რომ ბავშვებში დაავადება ნაკლებად გვხვდება, არასწორია - ინფექციონისტი

27 მარ 202021:12
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციონისტის მალვინა ჯავახაძის განცხადებით, მითი, რომ კორონავირუსით ინფიცირება ახალშობილებში არ ხდება, არასწორია. 

როგორც ჯავახაძემ გადაცემაში "კოვიდ-19" განმარტა, ადამიანი კორონავირუსით ინფიცირდება ვირუსის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის დროს და ასაკს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. 

"მითი იმის შესახებ რომ ბავშვებში დაავადება ნაკლებად გვხვდება არ არის სწორი. ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ვისაც შეხება ექნება ინფიცირებულთან დაემართება დაავადება. მაგალითად ჩინეთში 30 საათის დაბადებულ ბავშვს ჰქონდა კორონავირუსული ინფექცია. საბედნიეროდ დადასტურებულია რომ დედიდან ნაყოფზე, ანუ ვერტიკალური გადაცემა რასაც ჰქვია, მუცლად ჰყოფნის პერიოდში არ ხდება, მაგრამ დედასთან კონტაქტით ინფიცირდება ახალშობილი. საბედნიეროდ, რომ ამ ახალშობილში მსუბუქად წარიმართა დაავადება", - განაცხადა სპეციალისტმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 14 უკვე განიკურნა. კარანტინში ბოლო მონაცემებით 4 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. გარდა ამისა, დაინფიცირებულებს შორის ერთი ორსულია. 


close დახურვა