![p9yq90wo0gl2wxf.jpg](/uploads_script3/news/p9yq90wo0gl2wxf.jpg)
საფეხბურთო კლუბ ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მიუხედავად ამისა, ინგლისის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შაბათ-კვირას პრემიერლიგის ყველა მატჩი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. ვირუსით დაინფიცირდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და გაუქმდა უამრავი სპორტული ღონისძიება.
ამავე თემაზე: იხილეთ დაინფიცირებული ვარსკვლავები და გაუქმებული სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.