თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ე.წ.მიკროავტობუსის და ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
თბილისის მერის განცხადებით, დახმარების მისაღებად გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო.
„როგორც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები, ისე ე.წ. მიკროავტობუსების მძღოლები მიიღებენ სამასლარიანი დახმარებებს. ამისთვის საჭირო იქნება მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია და ვინც დაკარგა შემოსავალი, ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.