ამერიკელი გენერლის, მარკ მილის განცხადებით, უკრაინა კონტრშტევისთვის კარგად არის მომზადებული, თუმცა პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა.
"უკრაინა ომშია, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა ქვეყნისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის - ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - თქვა ამერიკელმა გენერალმა.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინის სამომავლო კონტრშეტევის პერსპექტივას დადებითად აფასებს. ის მიიჩნევს, რომ უკრაინული ძალების სამხედრო ქმედებები ოფიციალურ კიევს "სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს" დაუბრუნებს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორი, ამერიკელი გენერალი, დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან შთამბეჭდავი იქნება. მისი თქმით, უკრაინელებისთვის გამარჯვება ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას ნიშნავს.