logo
ENG



მინესოტას შტატში ფერადკანიანი კაცის გარდაცვალების ფაქტი ნიუ-იორკშიც გააპროტესტეს

29 მაი 202009:13
3 წუთის საკითხავი
 

მინესოტას შტატში ფერადკანიანი კაცის გარდაცვალების ფაქტი ნიუ-იორკშიც გააპროტესტეს. მხარდასაჭერი შეკრება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა და აქციის მონაწილეების დაკავებით დასრულდა.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ქალაქ მინეაპოლისში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას პოლიციელები აკავებდნენ. მან სამართალდამცველებს უთხრა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებს ყურადება არ მიუქცევიათ. მომხდარის ამსახველი ვიდეო ამერიკულმა ტელეარხებმა გაავრცელეს. დაღუპულის ოჯახს მინესოტას პოლიციის ოფიცერმა მოიუსამძიმრა. მომხდარის გამო სამსახურიდან ოთხი პოლიციელიც გაათავისუფლეს, თუმცა ქალაქ მინეაპოლისში დაძაბულობის ტალღა ამ დრომდე არ ცხრება.


close დახურვა