logo
ENG



მიტროპოლიტი შიო და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტთან მივიდნენ

08 ივლ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 

5 ივლისის მოვლემებიდან მესამე დღეს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი და საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ორბელიანის სასახლეში პტრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ შეხვედრა ის არ ესწრებოდა. 

"უჯბრალოდ მოვაცილე მეუფე", — აღნიშნა მან ჟურნალისტებთან. 

პრეზიდენტი ახლა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ხვდება.

თბილისი პრაიდის კვირეულის დაწყებისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. 

5 ივლისს კი, როცა პოლიციის უმოქმედობის ფონზე ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები მედიის ათობით წარმომადგენელს დაესხნენ თავს, პრეზიდენტმა ძალადობა დაგმო. 

 


close დახურვა