logo
ENG



მიშელი: რუსეთის განცხადება ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ ყალბი და თვალთმაქცურია

06 იან 202310:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/37mpp37wqr4ogns.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის განცხადება ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ ყალბი და თვალთმაქცურია.

"რუსული ჯარების გაყვანა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის ერთადერთი სერიოზული გზაა. ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსია და თანმხლები რეფერენდუმები", - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

"საშობაო ზავის" ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილეც გამოვიდა.


close დახურვა