logo
ENG



მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულები მერიისგან გადასახადების შემცირებას ითხოვენ

11 ივნ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

კოლმეურნეობის მოედანზე აქცია გაიმართა. მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულები მერიისგან იჯარის გადასახადების შემცირებას ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ ზედა ნაწილზე კეთდება ე.წ. ზებრა, რის გამოც დასაქმებულები მომხმარებელთა შემცირების მოლოდინში არიან. ამიტომაც შეღავათებს ითხოვენ. 

"ზებრის გაკეთება ხელს შეუშლის ეკოლოგიას, მოძრაობას. პარალიზებული იქნება როგორც ზემოთ, ასევე მიწის ქვეშ",-აცხადებს აქციის მონაწილე. 

აქციას მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი შეხვდა. ხაბეიშვილის თქმით, დასაქმებულთა მოთხოვნა სრულიად სამართლიანია და მერია ვალდებულია მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

"ათობით ადამიანია, რომელთა უკან ათობით ოჯახია. ოჯახებს ინახავენ ყოველდღიური შრომით და ეს ხალხი წლების განმავლობაში მუშაობენ მიწის ქვემოთ, რაც მუნიციპალური საკუთრებაა. გარდა გადასახადებისა, ასევე იხდიან იჯარას. მერია ეუბნება ამ ხალხს, რომ დაღმართზე აკეთებს ზებრას. ეს ხალხი ამბობს, რომ ამ გზით თუ დამატებით პრობლემა შეექმნება და მომხმარებელი შეუმცირდება, რადგან ქვემოთ აღარავინ აღარ ჩავა, მაშინ გაათავისუფლონ გადასახადებისგან",-აცხადებს ხაბეიშვილი. 


close დახურვა