ჩემი ბრძოლა უკრაინისთვის -არის ბრძოლა საქართველოსთვის. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
ვიდეო კონფერენციაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მონაწილეობა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი მდივნის რანგში მიიღო და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრას ბიბისის გადაცემა "ჰარდ-თოქის" წამყვანი სტივენ საკური უძღვებოდა. შეკითხვების დიდი ნაწილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სამუშაო გეგმებს ეხებოდა, თუმცა დაისვა შეკითხვები საქართველოში მოახლოებული არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებაც და რამდენად აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ქართველი ხალხი მიიღებს.