logo
ENG



მიხეილ ჩხენკელი ლევან კობიაშვილთან ერთად გლდანის სკოლების და ბაღების დირექტორებს შეხვდა

26 სექ 202019:56
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გლდანის სკოლებისა და ბაღის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე იყო ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან კობიაშვილიც. 

შეხვედრა გლდანში, თეთრ ტბაზე გაიმართა. ღონისძიების წამყვანი გლდანის რაიონის გამგებელი იყო. 

ფორმულას ინფორმაციით, სკოლების და ბაღების ხელმძღვანელებს დაემუქრნენ, რომ თუ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ. 

შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. 

მისი დასრულების შემდეგ ფორმულასთან კომენტარი მხოლოდ გლდანის 117-ე სკოლის დირექტორმა გააკეთა, მისი თქმით, ის შეხვედრას ნებაყოფლობით დაესწრო, თუმცა იცოდა, რომ განათლების მინისტრს ხვდებოდა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის გამოჩენა კი მოულოდნელი იყო. მიხეილ ჩხენკელი ლევან კობიაშვილთან ერთად გლდანის სკოლების და ბაღების დირექტორებს შეხვდა

საჯარო სკოლების და ბაღების დირექტორების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება და საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. 


close დახურვა