ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. მათი თქმით, გაურკვეველია რა ბედი ეწევა თითოეულ თანამშრომელს, რადგან იგეგმება სამედიცინო ცენტრის გაუქმება, შესაბამისად 300-მდე მოქალაქე სამსახურის გარეშე დარჩება. როგორც ექიმები "ფორმულასთან," ჰყვებიან მათთან კომუნიკაციის გარეშე ჯადანდაცვის სამისნიტრომ მიიღო გადაწყევტილება, რომ 6 წლის წინ დაგეგმილი პროექტი აღარ განხორციელდეს.
"იყო პროექტი, რომლის მიხედვითაც 3 საავადმყოფო უნდა გაერთიანებულიყო - რესპუბილკური, ინფექციური და ჩვენი კლინიკა. ჯანდაცვის სამინისინიტროს უთქვამს რესპუბილიკურს შევინარჩუნებთ და დანარჩენი ორი არ გვინდაო. სამინისტროს ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ეს ინფორმაცია კი 10 წუთის წინ მოგვაწოდა მთავარმა ექიმმა. გვაინტერესებს კლინიკის მომავალი- რას უპირებენ ერთადერთ რეფერალურ საავადმყოფოს ქვეყანაში. სულ 300 თანამშრომელი ვართ და 6 წელია ვისმენთ დაპირებებს. ხელფასი არ აგვიღია მარტიდან მოყოლებული,"- აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.
2010 წლიდან მოყოლებული რომ კლინიკის ბედი გაურკვეველია, აღნიშნულს სხვა თანამშრომლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, გარდა შენობისა, სხვა სახის პრობლემაც უამრავია. მათ შორის, ხელფასების საკითხი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მოძველებული აპარატურა და ა.შ.
"შემოსავალი, რაც განპირობებულია პაციენტების ოდენობით, კატასტროუფლად შემცირებულია და შესაბამისად შემოსავალს აღემატება გასავალი. სხვა მიზეზებია ინფრასტრუქტურა, მერე კადრების გადინებაც მოხდა და უძველესი აპარატურით ვმუშოაბთ",- ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
მიუხედავად არაერთი პრობლემისა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ჯადანცვის სამინისტრომ თანამშრომლებს ყურადღება მიაქციოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
"ძირითადი მოთხოვნაა მოგვაქციონ ყურადღება. ხელფასები, მარტის თვიდან გაცემული არაა, მაგრამ ამის გარდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ჩვენი ყოფნა-არ ყოფნა დამსაქმებელი საუბრობდა იმაზე, რომ 3 პროექტი უნდა გაერთიანებულიყო. დღეს გავიგეთ რომ ეს პროექტი გაუქმდა. მანამდე მთელი ეს წლები საპარტნიოროდან გვესმის, რომ 3 წელში გადავიდოდით გაუმჯობესებულ კლინიკაში და დღემდე იგივეზეა საუბარი. 3 წლის ათვლა საიდან იწყება, ვერ გაგვცეს ამაზე პასუხი,"- აცხადებს აქციის მონაწილე.