logo
ENG



მოსამართლემ ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან გააძევა

10 ოქტ 201914:02
3 წუთის საკითხავი
 
yqp76y5k1e5qif3.png

 

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში უკვე ნიკა მელიას გარეშე მიმდინარეობს. მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პროცესიდან გააძევა. 

სასამართლო პროცესზე, რომელზეც მელიას ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ელექტრონული სამაჯურის მოხსნის საკითხი უნდა დაეყენებინა, დავის ორივე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები. სწორედ ამ მტკიცებულებების განხილვის დროს მელიამ მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი ადვოკატისთვის მიეცათ საშუალება, დაეყენებინა შუამდგომლობა ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შესახებ.

მელიას საპასუხოდ მოსამართლემ განაცხადა, რომ ის ვერ დაარღვევდა პროცუდურების თანმიმდევრობას. მოსამართლის ამ განცხადებამ ნიკა მელიას გაღიზიანება გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ მოსამართლე სასამართლოში გაბატონებულ კლანის დავალებებს ასრულებს.

როგორც ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მანტიის ქვეშ მოსამართლეს 41 ნომრიანი მაისური აცია.

ამ განცხადების შემდეგ, ნიკა მელიას სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს.

 


close დახურვა