logo
ENG



მოსახლეობის ნაწილი დაგროვებითი საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის დაბრუნებას ითხოვს

25 მარ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

დაგროვებით საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენება, საზოგადოებამ ახლავე უნდა შეძლოს - ასეთია „ევროპული საქართველოს" ინიციატივა, რომელიც მოსახლეობას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს შეუმსუბუქებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო გადასახადებით დაგროვილი თანხები, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს, რაც დასაქმებულის შემთხვევაში საშუალოდ 554 ლარი იქნება, დამსაქმებელი კი ყოველ დასაქმებულზე მინიმუმ 223 ლარს დაიბრუნებს.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად დაგროვებითი პენსიის უკან დაბრუნებას საუკეთესო გზად მიიჩნევს ექსპერტების ერთი ნაწილი.

პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირების ფონზე მოსახლეობის ერთ ნაწილს კიდევ ერთი პრობლემა - უმუშევრობაც დაემატა. ამიტომ ისინი დახმარებას ითხოვენ, საპენსიო  ფონდის დაუყოვნებლივ გამოყენებას მათი უმეტესობა მხარს უჭერს.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ყველა ადამიანი ვინც დასაქმებული იყო საკუთარი ნება-სურვილის მიუხედავად სახელმწიფომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართო. მათგან სქემიდან გამოსვლის უფლება მხოლოდ 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს ჰქონდათ. 


close დახურვა