logo
ENG



მოსახლეობის 30-35% არის ინფიცირების მაქსიმალური დაშვება - მაია ბუწაშვილი

07 აპრ 202022:12
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ კორონავირუსმა შეიძლება მოიცვას მოსახლეობის 30-35%, თუმცა ეს მაქსიმალური რაოდენობაა.

როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ლევან რატიანის მოსაზრება, რომ მოსახლეობის 100%-მა შეიძლება მოიხადოს ეს ინფექცია, შეუძლებელია იყოს მართალი - მისივე თქმით, ასეთი შედეგი არასდროს არცერთ ეპიდემიას არ ჰქონია.

„თუ ჩავთვლით, რომ 30-35% მოიცავს მოსახლეობის, ალბათ, ესაა მაქსიმუმი. ლევან რატიანის გათვლა არ მოხდება - არცერთი ინფექციის დროს მოსახლეობის 100% არ ინფიცირდება. თუ ვიტყვით, რომ 30-35% დაინფიცირდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი 20% გადაიტანს რთულად. თუმცა ისევ და ისევ ესეც მხოლოდ არის ვარაუდი. წარმოვიდგინოთ, ზუსტად სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვები. სადაც უფრო და უფრო უსიმპტომოდ გადავა ჯაჭვებს შორის ინფექცია, რა თქმა უნდა, მიილევა და მალე გაწყდება კიდეც", - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი, ხოლო სამი მათგანი გარდაიცვალა.


close დახურვა