logo
ENG



მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა - დაიღუპა სამი ადამიანი

17 მაი 202612:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/17/csboq8krjmvak5j.jpeg

16-17 მაისის ღამეს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რუსული მხარის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ შეტევის მოგერიება შეძლო. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩამოგდებულია 556 უკრაინული დრონი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს აფეთქებები და ხანძრები. აფეთქებები დაფიქსირდა ხიმკში, კლინსა და ზელენოგრადში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია აქტივობის შესახებ შერემეტიევოს აეროპორტის მიმდებარედ და ცენტრალურ მოსკოვში.


close დახურვა