logo
ENG



მოსკოვმა მაკეევკაზე დარტყმა დაადასტურა და 63 სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადა

02 იან 202319:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/02/m8fiq53wpsn0zop.jpg

მოსკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმა განახორციელა მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე და განაცხადა, რომ 63 სამხედრო დაიღუპა. თავდაპირველად დარტყმის შესახებ უკრაინული წყაროებიდან გახდა ცნობილი, თუმცა ახლა რუსული მხარეც ადასტურებს სამხედროების დაღუპვას.

როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, უკრაინამ დარტყმა ექვსი დარტყმა HIMARS-ით განახორციელა.

"რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი HIMARS რაკეტა ჩამოაგდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში ასევე იყო მითითებული, რომ დარტყმა განხორციელდა "რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზებული სამხედროების ადგილმდებარეობაზე", მაგრამ მოგვიანებით მობილიზებულებზე მინიშნება გაქრა.

ამასთან, უკრაინული მხარე სრულიად განსხვავებულ ციფრებს ასახელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისის ტელეგრამის არხი ირწმუნებოდა, რომ ახალი წლის ღამეს მაკეევკაში 400-მდე მობილიზებული რუსი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა.


close დახურვა