logo
ENG



მოქალაქეები ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოსვლას საშვით შეძლებენ

09 თებ 202110:44
3 წუთის საკითხავი
 
მოქალაქეები ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოსვლას საშვით შეძლებენ

ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს შეუძლიათ, სპეციალური საშვებით მოხვდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

განცხადება საოკუპაციო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

ცხინვალის რეჟიმი საშვების აღებას ურჩევს იმათაც, ვისაც ე.წ საზღვართან მიწის დამუშავება სურს. 

ოკუპირებული ახალგორი 2019 წლის სექტემბრიდან ჩაკეტილია. მოქალაქეებს საქართველოს კონსტოლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მხოლოდ ერთხე, 10 დღით მისცეს. ახალგორში მცხოვრებლები სამედიცინო და სხვა აუცილებელი სერვისების მიღებას ვერ ახერხებენ, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 


close დახურვა