logo
ENG



მოქალაქეების ნაწილს სახელმწიფო 3 თვის კომუნალურებს დაუფინანსებს

01 აპრ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახდას არ გადაიხდიან.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყველა მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში, სრულად დუფინანსებს მთავრობა კომუნალურ გადასახადებს. აქ შედის როგორ დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადი. ეს არის ის პირდაპირ მიმართული დახმარება თითოეულ მოქალაქეზე, რომლის გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 


close დახურვა