logo
ENG



მოქალაქემ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო

12 დეკ 202312:29
3 წუთის საკითხავი
 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზურაბ სანიკიძემ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, 4 წლის წინ სახლის გარეშე დარჩა და მერიისაგან საცხოვრებელი ფართის გამოყოფას მოითხოვს.

იგი ასევე აცხადებს, რომ ქუთაისის თვითმმართველობაში მას ყურადღებას არ აქცევენ, რის გამოც მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.  

"ვარ ინვალიდი, საავადმყოფო ხშირად მჭირდება, მაგრამ ხარჯების გადასახდელად სოციალური [დახმარება] და ფული არ მაქვს. მიჭირს, სხვა გზა არ მაქვს. მოვითხოვ, ჩემს საკუთარ ბინას, რომელიც ჩემი გაჭირვებისა და უპატრონობის გამო სხვას მისცეს.

მერიაში არაფერს მეუბნებიან, მიუხედავად იმისა, იციან, რომ მართალი ვარ. თავჩაღუნულნი მისმენენ. აქ [მერიაში] უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ნაბიჯს გაჭირვებულის დასახმარებლად გადადგამს", - განაცხადა ზურაბ სანიკიძემ.


close დახურვა