logo
ENG



მოქალაქე პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

24 ივლ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქე პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. 

თორნიკე ნანობაშვილი ყვება, რომ გვიან ღამით თბილისში სკუტერით ავარია მოუვიდა და მსუბუქ მანქანას შეეჯახა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მანქანისთვის  ზიანი არ მიუყენებია.

მისი თქმით, მსუბუქი შეჯახებისას ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, რის შემდეგადაც სამართალდამცველებმა  ძალის გამოყენებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

სავარუდო მსხვერპლი აცხადებს, რომ პოლიციელებისგან შეურაცხყოფისა და ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ნანობაშვილის განცხადებით, ის მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული და ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ ჰქონდა. სავარაუდო დაზარალებული საქმის გამოძიებას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც მას მორალური ზიანი მიაყენა.

"უბრალოდ ხელები გადამიგრიხა და ჩამტენა საპატრულო პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე. ჩატენვის პროცესში მივარტყი შუბლი. ადგილზე ვეკითხები, რა ხდება, რის გამო მივყავართ, მპასუხობენ, რომ მათ მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია". - ამბობს ის. 

თორნიკე ნანობაშვილს იურიდიულ დახმარებას "ადამაინის უფლებათა ცენტრი“ გაუწევს.


close დახურვა