გუშინ კასპში, მერი, მისი მოადგილეები, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და მისი გუნდის წევრებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდასხმების საერთო ხელწერაა, პოლიციის უმოქმედობაც, როდესაც შემთხვევის ადგილზე დაზარალებული ან შეშინებული ბავშვები დასახმარებლად 112-ში რეკავენ, მაგრამ ეკიპაჟები შემთხვევის ადგილზე ან არ ან დაგვიანებით მიდიან.