logo
ENG



მრავალპარტიული პარლამენტი გვჭირდება - ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

19 ივნ 202007:38
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისშია ჩანიშნული.

ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მაჟორიტარების სია უკვე შეთანხმებულია. გაერთიანებაში ამბობენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებად მნიშვნელოვანი ფიგურები დასახელდებიან.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძის თქმით, მთავარია, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს. 

"ბუნებრივია შეხვედრაზე მაჟორიტარებზე იქნება საუბარი. იცით, რომ მაჟორიტარები ამ პროცესის თანმდევი იყო, თუმცა მნიშვნელოვანი. პირადად ჩემი ამოცანა არის ის, რომ ვერც ერთმა პარტიამ, მათ შორის ვერც ოპოზიციურმა, ვერ შეძლოს მაჟორიტარების მთლიანად, საკუთარ რიგებში გადაქაჩვა, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება რაც შეიძლება მრავალპარტიულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა. არ გამოვრიცხავ, რომ ყველა ოლქში შეთანხმება არ შედგეს. ეს არ არის ტრაგედია. ტყუილად ნუ იფშვნეტს თვალებს „ქართული ოცნება“. ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია, ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც წარმოდგენილი იქნება, წარმატებული ლიდერია. 

"მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. იმ ადამიანების გვარები შეთანხმებულია, ვინც იქნებიან მაჟორიტარები. ამ დღეებში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, თუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები. ყველა ეს ადამიანები ვინც იქნებიან, არიან წარმატებული ლიდერები", - განაცხადა რატიანმა. 


close დახურვა