![2021/01/27/w5m0r1lqs6lrfol.jpg](/uploads_script3/articles/2021/01/27/w5m0r1lqs6lrfol.jpg)
რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
"რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თეატრის მსახიობის მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს", - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
მამუკა ლორიამ 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.