logo
ENG



მსოფლიოს მასშტაბით საშობაოდ დაგეგმილი 4000-ზე მეტი ფრენა ომიკრონის გამო გადაიდო

25 დეკ 202112:43
3 წუთის საკითხავი
 
bbc.com

შობის წინა ღამეს და საშობაოდ დაგეგმილი 4000-ზე მეტი ავიარეისი მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო. 

ავიაკომპანია United Airlines ადასტურებს, რომ ფრენების გადადება ომიკრონის შტამის გავრცელებას უკავშირდება.

"ომიკრონის მასშტაბურ გავრცელებას ამ კვირაში პირდაპირი გავლენა ჰქონდა ავიაკომპანიის თანამშრომლებზე, შედეგად ჩვენ მოგვიწია ფრენების გადადება, მგზავრებს, ვისაც ავიარეისი დაჯავშნილი ჰქონდა ვატყობინებთ გადადების შესახებ და ვწუხვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დაგეგმილ არდადეგებზე წასვლა მოახერხონ" - ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში.

კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

გარდა United Airlines-ისა ფრენები კიდევ რამდენიმე კომპანიამ გადადო. გასულ კვირას, თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ საშობაო ფრენები, თუნდაც სრულად ვაქცინირებულების, ომიკრონის გავრცელებას შეუწყობდა ხელს. 


close დახურვა