logo
ENG



კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში კოვიდი დაამარცხეს

11 აგვ 202210:34
3 წუთის საკითხავი
clock 714
2022/08/11/6pqzzblp570453r.jpg

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი დაამარცხეს. კიმ ჩენ ინმა ყველა შეზღუდვა გააუქმა, რომელიც მაისში შემოიღეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩენმა, ვირუსის გავრცელებაში სამხრეთ კორეა დაადანაშაულა. იგი ამბობს, რომ მის ძმას ციებ-ცხელების ნიშნები ჰქონდა და მძიმედ იყო ავად. ეს ეჭვს აჩენს, რომ კორონავირუსი, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც ჰქონოდა.

კიმ იო ჩენის თქმით, რომელიც ქვეყანაში გავლენიანი მაღალჩინოსანია, ფხენიანი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.
სეული ბრალდებებს უარყოფს და მათ "უსაფუძვლოს" უწოდებს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კოვიდის გავრცელება პირველად 2022 მაისში აღიარეს. მანამდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები არ იყო.


close დახურვა