logo

მსოფლიოს 160-მდე ვალუტას შორის ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა

clock 25 მარ 202020:35

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს 160-მდე ვალუტას შორის ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა. ლარის ფასი ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 20%-თ შემცირდა, რაც ბევრად აღემატება ყველა სხვა ვალუტის გაიაფების ტემპს. ლარის შემდეგ მეორე ადგილზე გაუფასურებით ინდონეზიური რუპიაა. 

დღევანდელი ოფიციალური კურსით კი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ ერთი თეთრით გაუფასურდა. გაუფასურების შემცირებულმა მაჩვენებელმა ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ფასებზე იმოქმედა, რადგან ჯერ კიდევ გუშინ, ერთი დოლარის ღირებულება 3.65-ს მიაღწია. ამის გამო ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან აუქციონზე დღეს კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა და გაუფასურების მაჩვენებლის დროებით შემცირება შეძლო. ახლა ერთი დოლარი სავაჭრო ობიექტებში 3.50-დან 3.55 ლარამდე ღირს. 

ხელისუფლება კვლავ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც გასაჯაროებასაც რამდენიმე დღეში აანონსებს. დღეს ეკონომიკური გუნდის მხრიდან დამატებითი განმარტებები აღარ გაკეთებულა. პოლიტიკური ოპონენტები კი მთავრობას აფრთხილებენ, რომ დრო მათ ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ მუშაობს. 


 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა