მსოფლიოში კოვიდ-19-ით ერთ დღეში ინფიცირების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გლობალურად 106 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი სულ 4 ქვეყანაში დაფიქსირდა.
ორგანიზაციაში მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ მალარიის საწინააღმდეგო წამლის, ჰიდრო ქსიქლოროქსინის გამოყენებისგან, რადგან კოვიდ-19 ის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის.