მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო მაჩვენებელმა 280 ათასს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 4 მილიონზე მეტია.
ევროპის ქვეყნები მკაცრი ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. ესპანეთი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, აცხადებს, რომ ვირუსი 99%-ით დაამარცხა.
80 ათასს აღემატება დაღუპულთა საერთო რიცხვი შეერთებულ შტატებში, სადაც ვირუსმა თეთრ სახლშიც შეაღწია.