logo
ENG



მსოფლიოში კორნაცვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4 მილიონ 250 ათასს გადააჭარბა

12 მაი 202010:51
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორნაცვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4 მილიონ 250 ათასს გადააჭარბა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 287 332 შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი მილიონ 500-ს ათასს აჭარბებს.

შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, კორონავირუსს დღის განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში კოვიდ-19-ის შედეგად შეერთებულ შტატებში 81 795 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი მილიონ 300-ს ათასს აჭარბებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით ქვეყნის მასშტაბით ტესტირება 9 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე ჩაუტარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის პერსონალისთვის ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. თანაშემწეებს კი მოუწოდებენ პრეზიდენტის კაბინეტს თავი აარიდონ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც თეთრ სახლში მომუშავე ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. 


close დახურვა