logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 560 ათასს აღწევს

27 მარ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ იზრდება. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი უკვე 560 ათას აღწევს, დაღუპულთა მაჩვენებელი კი 25 300-ს აღემატება.

პანდემიის ახალი ცენტრი გახდა შეერთებული შტატები, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

გამამახნევებელ გზავნილებს იღებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ლიდერები ბორის ჯონსონს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.


close დახურვა