მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენონობამ 47 ათასს გადააჭარბა. დაინფიცირებულია 937 000 ადამიანი. 194 ათასზე მეტი მოქალაქე გამოჯანმრთელდა.
ევროპაში ყველაზე მძიმე სურათი კვლავ იტალიაშია. გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია ესპანეთშიც, სადაც ლეტალურმა შემთხვევებმა 9 000-ს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს.
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 043-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის მანძილზე კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა სამხრეთ კორეაში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, პერუსა და ჰონდურასში. ავსტრალიელი მეცნიერები კორონავირუსის ორ პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ.