კორონავირუსით დაღუპულთა გლობალური მაჩვენებელი 120 ათასს, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 მილიონს უახლოვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის პანდემია 2009 წელს გავრცელებულ ე.წ. ღორის გრიპთან შედარებით 10-ჯერ უფრო სასიკვდილო აღმოჩნდა და მის გავრცელებას მხოლოდ ეფექტიანი ვაქცინა შეაჩერებს. არსებული ვითარების მიუხედავად, ევროპის ქვეყნების ნაწილმა კარანტინის შემსუბუქება გადაწყვიტა, ნაწილი კი მსგავსს ზომებს ნაადრევად მიიჩნევს.