logo
ENG



მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს

21 აპრ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს. 24 აპრილიდან ბიზნესის მუშაობა ნაწილობრივ აღდგენა ჯორჯიის შტატში. ანალოგიური გადაწყვეტილების მოლოდინშია კიდევ რამდენიმე შტატის მოსახლეობა.

რაც შეეხება ევროპას - ქვეყნების უმეტესობამ საკარანტინო ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო, მათ შორისაა დანია და ნორვეგია, სადაც საბავშვო ბაღებს პატარები დაუბრუნდნენ. 

ნორვეგიის საბავშვო ბაღებს აღსაზრდელები დაუბრუნდნენ. ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი თვის განმავლობაში დახურული იყო. საბავშვო ბაღებთან ერთად  ნორვეგიაში ერთ კვირაში სკოლებს დაუბრუნდებიან დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც. 

ნორვეგიაში ერთ კვირაში დაუბრუნდებიან სკოლებს დაწყებითი კლასის მოსწავლეები, თუმცა მასშტაბური სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება 15 ივნისამდე იკრძალება. ნორვეგიელთა დიდი ნაწილი მუშაობას ჯერჯერობით კვლავ სახლებიდან ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. დანიელებმა მთავარი პრობლემა მოაგვარეს. პანდემიის გამო ერთი თვით დახურული სალონები კლიენტებისთვის ისევ გაიხსნა. კარანტინის დროს  დანიელების უმეტესობისთვის მთავარი პრობლემა თმის შეჭრა იყო. 

დანიის და ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 11 მაისამდე გაგრძელდება. მაღაზიების და სკოლების გახსნა სწორედ ამ დროს იგეგმება, თუმცა ქვეყანაში პირველი ქარხანა უკვე ამუშავდა. „ტოიოტას“ ქარხნის თანამშრომლები სამსახურში 5-კვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დღეს პირველად მივიდნენ. 

საკარანტინო ზომები უცვლელად რჩება ძალაში დიდ ბრიტანეთში. ესპანეთში 9 მაისამდე გაახანგრძლივეს. მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს  14 წლამდე ბავშვებისთვის.  27 აპრილიდან მათ სახლიდან გასვლის უფლება ექნებათ. 

საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო პოლონეთმაც. მოსახლეობისთვის გაიხსნა პარკები და სანაპიროები. ჯანდაცვის სპეციალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა სავაჭრო ცენტრებმა და ბაზრებმა ირანში. თუმცა ვიდრე შენობაში შევლენ დაცვის წევრები მომხმარებლებს სიცხეს უზომავენ

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს აღარ გაიმართება ორი მთავარი ღონისძიება - გერმანიაში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“, რომელიც შემოდგომაზე იმართება და „სან ფერმინი“ ესპანეთში. პამპოლონაში წლევანდელი ივლისის ერთი კვირა ხარების რბოლის გარეშე ჩაივლის. 


close დახურვა