logo
ENG



მსოფლიო ლიდერები მოსახლეობას აღდგომას ულოცავენ

12 აპრ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

აღდგომას მორწმუნეებს მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. ისტორიაში პირველად დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის დედოფალმა აუდიომიმართვა ჩაწერა. 93 წლის ელისაბედ მეორის შეფასებით, ახლა განცალკევებით ყოფნით ადამიანები ერთმანეთის სიცოცხლეს იცავენ, ამიტომ კორონავირუსი მათ ვერ დაამარცხებთ.

ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა ბორის ჯონსონმაც. ბრიტანეთის პრემიერი მადლობას უხდის ჯანდაცვის მუშაკებს და ამბობს, რომ მათ წინაშე სიცოცხლითაა დავალებული.

მოსახლეობას მიმართა გერმანიის პრეზიდენტმაც. იშვიათ სატელევიზიო მიმართვაში ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა გერმანელებს სოციალური დისტანცირების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.


close დახურვა