მსოფლიო გლოვობს ფეხბურთის მეფედ წოდებულ პელეს. ბრაზილიელი ლეგენდა 82 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. 21-წლიანი კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 1363 მატჩი, პელე, ათასზე მეტი გოლი გაიტანა. ბრაზილიელ ხალხს უსამძიმრებენ მსოფლიო ლიდერები, ვეტერანი ვარსკვლავები და მოქმედი ფეხბურთელებიც. ბრაზილიაში სამი დღით გლოვა გამოცხადდა.
მსოფლიო პელეს გლოვობს
30 დეკ 202220:24
3 წუთის საკითხავი