მუსიკისა და სიტყვის სინთეზი - კონცეპტ-არტი ახალ პროექტს ამზადებს. კონცერტი, რომელიც 29 თებერვალს კონსერვატორიაში გაიმართება, უკვე გახდა საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი. კლასიკური მუსიკის მოყვარულთა ნაწილისათვის ერეკლე დეისაძის კონსერვატორიის სცენაზე გამოჩენა ერთგვარი კულტურული შოკია.
ერეკლე დეისაძე მისთვისაც მოულოდნელად კონსერვატორიის სცენაზე გამოსასვლელად ემზადება. საკუთარ ტექსტებთან ერთად, შექსპირისა და პაულ ცელანის პოეზიაზე მუშაობს.
გიორგი ცაგარელისთვის კლასიკისა და თანამედროვეობის სინთეზი ჩვეული მდგომარეობაა. ასეთი არაერთი პროექტი განუხორციელებია.
„ალისფერი ანგელოზების" საკონცერტო პროგრამა, რომელიც მუსიკისა და ტექსტის სინთეზს ითვალისწინებს, საკმაოდ მრავალფეროვანია. სერგეი პროკოფოევის, არვო პიარტის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ნათია სართანიას, სოსო ბარდანაშვილის, გია ყანჩელის, რუიჩი საკამოტოს, ასტორ პიაცოლასადა ბახის ნაწარმოებებთან ერთად, საღამოზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნიკოლოზ რაჭველისა და ალექსანდრე კორძაიას ნაწარმოებებიც შესრულდება.
სოციალურ ქსელებში „მეორედ მოსვლად" მონათლული კონცერტი კონსერვატორიაში 29 თებერვალს გაიმართება. პროექტის ავტორი და მონაწილეები იმედოვნებენ, რომ „ალისფერი ანგელოზების" სათქმელს მსმენელი კარგად მიიღებს.