დღეს 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული. შეიცვლება თუ არა ზიარების წესი და შეიზღუდება თუ არა ტაძრებში ხალხმრავალი რიტუალები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი "ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიის მხრიდან გასატარებელ პრევენციულ ზომებზე უნდა იმსჯელონ. მისი თქმით, ზიარების რიტუალის გაუქმება არ იგეგმება.
"კორონავირუსი გამო არის შეკრება. ალბათ ვიმსჯელებთ, იმაზე როგორ ვიმოქმედებთ ეკლესია", - განაცხადა მეუფე ანტონიმ.