logo
ENG



სინოდის სხდომა დასრულდა - რაზე ისაუბრეს მღვდელმთავრებმა

02 ნოე 202314:59
3 წუთის საკითხავი
clock 758

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, სინოდზე არ განხილულა "ის მძიმე საკითხები", რომლებზეც აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა. მათ შორის საუბარია, პატრიარქის გადადგომასა და ტახტის მოსაყდრე შიოსთვის უფლებამოსილების გაზრდაზე.

მისი თქმით, სხდომაზე ისაუბრეს მიმდინარე საკითხებზე, რაც საეკლესიო თემებს ეხება, მათ შორის იყო ლიტურგიკული საკითხებიც.

"მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლო ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.


close დახურვა