logo
ENG



მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს

07 მარ 202321:13
3 წუთის საკითხავი
 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს.

საპროტესტო აქციაზე ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს. 

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.


close დახურვა