logo
ENG



მშვილდაძე: ხელისუფლებამ რომ ისწავლოს, მან უნდა ინანოს რაც 20 ივნისს ჩაიდინა

19 ივნ 202022:31
3 წუთის საკითხავი
 

 

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომაზე ისწავლოს, მან უნდა ინანოს, ის რაც 20 ივნისს ჩაიდინა, თუმცა მისი თქმით, საზოგადოება ამ სინანულს ვერ ხედავს. აღნიშნულზე მშვილდაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა.

როგორც მშვილდაძე აცხადებს, ხელისუფლების წარმომადგენლები 20 ივნისის საქმესთან და პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით კითხვებს გაურბიან.

„ნებისმიერი თარიღი და ნებისმიერი მოვლენა მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში თუ მას მოჰყვება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამ შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლები ვართ დაზარალებულ ადამიანებთან, რომ პირველ რიგში სამართალი ვაპოვნინოთ მათ ამ ქვეყანაში. ეს არის ყველაზე მარტივი და ადამიანური რამ 20 ივნისს რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ისწავლოს, ხელისუფლებებმა მომავალმა თუნდაც, ჩვენმა საზოგადოებამ,მთელმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ უნდა ინანოს ის რაც 20 ივნისს გააკეთა, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. სინანულს კი არა ცინიკურ რეჟიმში გადავიდა, ბედავს პრემიერ-მინისტრი და აცხადებს რომ მეორე ხარისხოვანია მისთვის იქ ვინ იყო დამნაშავე. მათ შორის ვისაც სახელმწიფოებრივად ევალება, რომ კანონი დაიცვას, იმ მხარეს ვინ იყო მეორე ხარისხოვანი გონია და ადამიანები, გაბრაზებული ადამიანები თვეობით ციხეში ჰყავდათ დამწყვდეული, რომლებმაც ვერ მოთოკეს ნერვები და იქ ვიღაც ფარს დაეჯაჯგურა თუ ვიღაცამ ხელი შეუბრუნა და ზოგმა არც არაფერი, ამ მხარეს ასე მიუდგნენ და იქით ვინ დააშავა, იმას ვისაც ევალება, ვისაც ჩვენ ვუხდით ფულს, რომ დაგვიცვას, იქ ვინ არღვევს კანონს, ვისი ხელებითაც ძალადობს ეს სისტემა, საშინელებას ვინც ჩადის, ის თურმე მეორე ხარისხოვანია და არ აინტერესებს, არ აინტერესებს კი არა, ეშინია მაგ კითხვებზე პასუხების. ვერ გაექცევა, ვერც გახარია და ვერ გაექცევვიან ვინც აღბეჭდილი არიან კამერაზე“,-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

 


close დახურვა