logo
ENG



მშიერი დარჩა ხალხი, მთავრობა დაგვეხმაროს - თბილისში ბაზრები დაიკეტა

07 აპრ 202012:18
3 წუთის საკითხავი
clock 601

ქალაქის ყველა აგრარული ბაზარი დღეიდან მუშაობას წყვეტს - მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. დღეს დილიდან უკვე დაიკეტა გლდანის, ნავთლუღის და ე.წ. დეზერტიების ბაზარი. ბაზრების დაკეტვის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაციით თბილისის მერიას მიმართა.

როგორც „ფორმულასთან“ საუბრისას გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გაიგეს. მოვაჭრეების ნაწილი გადაწყვეტილებას ამართლებს, მაგრამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მთავრობას დახმარებას სთხოვს. მოვაჭრეების ნაწილი ვაჭრობის გაგრძელებას ითხოვს და აცხადებს, რომ ბაზარში მედიკოსების მიერ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციები დაცულია.

„ხალხი ცოდოა, მშიერია, კაპიკი ფული არ აქვს. 6 შვილი მყავს. პურის ფული უნდათ. მთავრობამ მოგვეხმაროს, ეს გვინდა. ბაზარში ხალხს პურის ფულს აკეთებს და მშიერი დარჩა ხალხი. ასე არ შეიძლება“, - განუცხადა ბაზარში დასაქმებულმა „ფორმულას“.

 



close დახურვა