ოლიგარქის ღარიბ ქვეყანაში ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს. ყოველდღე უცნობი მიზეზით საკვებზე ფასი იზრდება - მოსახლეობას 22 პროცენტით გაუძვირდათ პროდუქტი და უალკოჰოლო სასმელი, მაგრამ არ გაზრდილა მათი ცხოვრების დონე ან სოციალური შემწეობა. გაჭირვებულ ადამიანებს ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, სურათი უფრო მკაფიო და ცხადი ბაზარში შესვლისას დახვდა შაბათის ფორმულას გადამღებ ჯგუფს. იქ ნახავთ ადამიანებს რომლებიც სახლში ცარიელი ჩანთებით ბრუნდებიან, რადგან კიტრის, პომიდვრისა და კარტოფილის შესაძენად თანხა არ ეყოთ. მშიერი მოხუცებისა და ბავშვების ქვეყანა - ქართული ოცნების მმართველობის 10 წლის თავზე.
მშიერი მოსახლეობის ქვეყანა ოცნების მმართველობის 10 წლის თავზე - შაბათის ფორმულა
04 ივნ 202220:52
3 წუთის საკითხავი