logo
ENG



მძღოლს, რომელიც შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

01 აპრ 202222:33
3 წუთის საკითხავი
 
მძღოლს, რომელიც შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ჩემი ქალაქი მკლავს

შარტავას ქუჩაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ავარიის შედეგად დაშავდა 8 წლის ბავშვი.

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც მართავდა BMW-ს მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ სიჩქარეს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადავიდა, რა დროსაც დაეჯახა მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად მან საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, ავარდა ტროტუარზე და დაეჯახა ქვეით არასრულწლოვანს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), წარედგინა

ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

 

close დახურვა