logo
ENG



მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი: ივნისამდე პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის

09 აპრ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

პურის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასის ზრდას არ ელოდებიან, რადგან მარაგები ივნისამდეა გათვალისწინებული.

მისივე თქმით, ამ პროგნოზის მიუხედავად არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელმაც შესაძლოა ვითარება შეცვალოს. 

დოლიძის განმარტებით, იმ მძღოლებს, რომლებსაც ფქვილისა და ხორბლის მარაგები ჩამოაქვთ, ჩაკეტილი საზღვრების გამო გარკვეული პრობლემები ექმნებათ. კერძოდ, მძღოლებს 12-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთან და პროდუქციის დაგვიანებულ მოწოდებასთან არის დაკავრშირებული

გარდა ამისა, მისი მტკიცებით, დიდი სავაჭრო ქსელები პურის რეალიზაციისთვის მიმწოდებლებისგან დიდ ქეშბექს ითხოვენ, ამიტომ პურის ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, კარგი იქნებოდა თბილისში სარეალიზაციო ადგილების ცალკე გამოყოფა.

"რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტში გემით შემოვიდა 6 ათასი ტონა ხორბალი. ზოგადად მაისი-ივნისის ჩათვლით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება. საერთოდ, ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ხორბალი და ფქვილი სატვირთო მანქანებით შემოდის რუსეთიდან. 300 ტრაილერი მუშაობს. უბრალოდ, ახლა შეფერხებაა იმ მხრივ, რომ საბაჟოზე შემოსვლისას მძღოლები სავალდებულო კარანტინს გადიან. პურის ფასის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ფქვილის ღირებულება. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში დღეს არც თუ ისე კარგად არის დისტრიბუციის საკითხი ანუ საქართველოში დღეს არც ისე კარგად არის საქმე პურის გასაღების თვალსაზრისით. როგორც კი დეფიციტური სიტუაცია ყალიბდება იმ წუთას იწყება ფასების მატება. მაღაზიებში ყველამ ისწავლა ე.წ ქეშბექი, თანხა, რომლითაც უნდა დააინტერესო მაღაზია, რომ მოახდინოს პურის რეალიზაცია", - განაცხადა მან. 


close დახურვა