შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 სამართალდამცველს, პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით უფლებამოსილება შეუჩერდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.