logo
ENG



მხარი დაუჭირეთ ბელარუსელ ხალხს - ბელარუსელებმა აქცია პირველ გიმნაზიასთან გამართეს

13 აგვ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო არ ცნობს დიქტატორს, მხარი დაუჭირეთ ბელარუსელ ხალხს - თბილისის პირველ გიმნაზიიასთან ბელარუსელებმა აქცია გამართეს და ბელარუსში მყოფ თანამემამულეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობა უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა