ყველაფერი გაუგებარია, მაგრამ გასაგებია, რომ ყველაფერი ცუდადაა. უკვე ახლა გასაგებია, რომ ის დანაშაულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს, ღრმავდება და ღრმავდება და პუტინი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას ცდილობს. მას სურს, ასი ათასობით ადამიანი ამ სისხლში ამოსვაროს. რა თქმა უნდა, ეს უდიდეს ტრაგედიებს, უამრავ სიკვდილს გამოიწვევს. დანაშაულის მასშტაბი და ჩართულების რაოდენობა იზრდება. და ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა თავისი პირადი ძალაუფლება დაიჭიროს.